ჭყონია აძლევს ყველა ოპო არხს [ფულს] რომ ფეხზე იდგნენ. დღემდე აფინანსებს გადაცემებს - ნანა ჟორჟოლიანი
1766904505
აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში, UPS-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
UPS-ის თვითმფრინავი კენტუკიში 14 ნოემბერს ჩამოვარდა.
დაღუპულთა განახლებული რაოდენობა ლუისვილის მერმა კრეიგ გრინბერგმა გამოაცხადა.
"ღრმა მწუხარებით შევიტყვე ალენ როდრიგეს კოლინას გარდაცვალების შესახებ. ალენი UPS-ის 2976-ე რეისის კატასტროფის მე-15 მსხვერპლია", - დაწერა გრინბერგმა X-ზე.
კოლინა შობის დღეს, ავიაკატასტროფიდან შვიდი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. მას მძიმე ტრავმები ჰოქნდა მიღებული.
ცნობისთვის, სატვირთო თვითმფრინავი ლუისვილის მუჰამედ ალის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ავიაკატასტროფით გამოწვეულმა ხანძარმა ეკიპაჟის სამივე წევრი და მიწაზე მყოფი 11 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო კიდევ 23 დაშავდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავი იმ მდგომარეობაში იყო, რასაც ექსპერტები "ლითონის დაღლილობას“ უწოდებენ.