ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
ლიეტუვის სეიმმა ხმათა უმრავლესობით ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერი მინდაუგას სინკიავიჩუსი დაამტკიცა. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
სინკიავიჩუსის კანდიდატურას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგი იყო, ხოლო 28 ადამიანმა თავი შეიკავა.
ახლა მას 15-დღიანი ვადა აქვს, რათა სეიმს მთავრობის შემადგენლობა და პროგრამა წარუდგინოს დასამტკიცებლად.
ცნობისთვის, 23 ივნისს მმართველ კოალიციაში შექმნილი პრობლემების გამო ლიეტუვის პრემიერმა ინგა რუგინენემ თანამდებობა დატოვა.