ქართველებმა მილიონ ლირამდე ძვირფასეულობა მოიპარეს - ისინი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა
1753995235
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, გინტაუტას პალუცკასმა თანამდებობა დატოვა, - განუცხადა ჟურნალისტებს ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.
„გინტაუტას პალუცკასმა დღეს დილით დამირეკა და მისი გადადგომის შესახებ მითხრა“, - თქვა ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენеს ჯერ არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ იქნება ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი.
„რა თქმა უნდა, ახლა გაიმართება კონსულტაციები, პრინციპულად არაფერი იცვლება, ანუ სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელმაც სეიმის ბოლო არჩევნებში გაიმარჯვა და უმრავლესობა აქვს, შესაძლო კოალიციების ფორმირებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვას დაიწყებს“, - დასძინა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ესტონელმა ჟურნალისტებმა არაერთი გამოძიება ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ პალუცკასს წარსულში არაკეთილსინდისიერი გარიგებები და საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა. ამის ფონზე ლიეტუვის პრეზიდენტმა მას ორკვირიანი ვადა მისცა. მას ან უნდა გაექარწყლა ბრალდებები, ან გადამდგარიყო.