ლიბიის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი აფეთქდა

ნო

ლიბიის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერი აფეთქდა, რომელიც ადრე რუსეთის პორტებში იყო შესული. აფეთქებამ ტექნიკური განყოფილება დააზიანა, რომელიც წყალმა წალეკა. აფეთქების მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.

სააგენტო „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. რუსეთთან დაკავშირებულ ტანკერებზე იდუმალი აფეთქებები რეგულარულად ხდება. ამის გამო გემების მფლობელები მასობრივად ამოწმებენ კორპუსებს, ფარული მოწყობილობების აღმოჩენის მიზნით.