„გარდაიცვალა სიცოცხლით სავსე გოგო...“ - ბათუმში ახალგაზრდას გლოვობენ
1751370163
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თავართქილაძისა და ორბელიანის ქუჩებზე გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ეწყობა 1 370 მეტრი სიგრძის ახალი გზა და სანიაღვრე არხები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მაცხოვრებლების გადაადგილებას და მოძრაობის უსაფრთხოებას.
მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე გაეცნენ.
პროექტი, რომლის ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.