ლარი ისევ გამყარდა - ნახეთ ვალუტის ახალი კურსი
1743598980
ისრაელის იერიშის შედეგად ბეირუთში სამი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, შვიდი კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ლიბანის პრეზიდენტმა, ჯოზეფ აუნმა დაგმო ისრაელის თავდასხმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში მდებარე შენობაზე და საერთაშორისო მოკავშირეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ქვეყნის სუვერენიტეტს.
ამასთან, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაფ სალამმა განაცხადა, რომ სამხრეთ ბეირუთზე ისრაელის თავდასხმა იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „ნათელი დარღვევა“.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელიც ხელმძღვანელობდა „ჰამასის“ ტერორისტებს და საფრთხეს უქმნიდა ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას.