ლავროვი: ერ-რიადში შავი ზღვის ინიციატივა განიხილეს, რუსეთი მომხრეა, რომ ინიციატივა ყველასთვის უფრო მისაღები ფორმით განახლდეს

ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების დროს „შავი ზღვის ინიციატივა“ განიხილეს.

მისი თქმით, რუსეთი შავი ზღვის ინიციატივის „ყველასთვის უფრო მისაღები ფორმით“ განახლების მომხრეა.

სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ შეთანხმების განახლებისთვის რუსეთს მკაფიო გარანტიები სჭირდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები მოლაპარაკებების შედეგებზე ინფორმირებულები არიან.