პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც აცხადებენ, რომ აუცილებელია რუსეთის დამარცხება „ბრძოლის ველზე“, ალბათ, სკოლაში კარგად არ სწავლობდნენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მისი თქმით, საბოლოოდ, დასავლეთს მოუწევს აღიაროს „რეალობა, რომელიც იქმნება დედამიწაზე“.„ისინი ამბობენ, რომ რუსეთი უნდა „დამარცხდეს“, მათ უნდა „დაამარცხონ რუსეთი“, რუსეთი „დამარცხდეს ბრძოლის ველზე“. დარწმუნებული ვარ, თქვენ უკეთ იცით ისტორია, ვიდრე დასავლელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ასეთ „შელოცვებს“ აკეთებენ. ალბათ სკოლაში კარგად არ სწავლობდნენ. ისინი არასწორ დასკვნებს აკეთებენ“, - თქვა ლავროვმა.
„რუსეთი დაეყრდნობა მხოლოდ საკუთარ თავს და იმ ქვეყნებს, რომლებმაც დაადასტურეს თავიანთი საიმედოობა და არ ცეკვავენ არავის ხმაზე“, - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა, ასევე თქვა, რომ გაოცებული იყო უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ დასავლეთის რუსოფობიური პოზიციის სისწრაფით.