ლას-ვეგასში, სასამართლოს დარბაზში მსჯავრდადებული მოსამართლეს თავს დაესხა

სასამართლო

ლას-ვეგასში, სასამართლოს დარბაზში მსჯავრდადებული მოსამართლეს თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

კლარკის ოლქის მოსამართლეს მერი ქეი ჰოლთუსს განაჩენი გამოჰქონდა, როდესაც მსჯავრდებული მოსამართლეს თავს დაესხა.

ვითარების განმუხტვა რამდენიმე წუთში დარბაზში მყოფმა სამართალდამცველებმა მოახერხეს და მსჯავრდებული დააკავეს.

თავდასხმის შედეგად დაშავდა მოსამართლე და პოლიციის ერთი ოფიცერი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე მსჯავრდებულმა მამაკაცმა მოსამართლეს შეწყალება სთხოვა, თუმცა, მას პატიმრობა მიუსაჯეს.