ლას-ვეგასის აეროპორტში ავარიულად დაშვებისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა - კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა

ავარიული დაშვება

ლას-ვეგასის აეროპორტში ავარიულად დაშვებისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა - ამის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც ირკვევა, Airbus 321 ტიპის თვითმფრინავი სან-დიეგოდან ლას-ვეგასში მიფრინავდა.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, კაბინაში შეტყობინება კვამლის შესახებ შევიდა, რის შემდეგაც აეროპორტში ავარიული თვითმფრინავის დასახვედრად მზადყოფნა გამოცხადდა. დაშვებისთანავე თვითმფრინავს სახანძრო მანქანები მიუახლოვდნენ და ცეცხლი ჩააქრეს.

ავარიულ დაშვებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის ევაკუირება საჰაერო კიბეებით განხორციელდა. ყველა მათგანი ტერმინალში ავტობუსით გადაიყვანეს.

მომხდარის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება