ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა

„ცაჰალმა“ „ჰამასის“ მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა

ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა - 2023 წლის 7 ოქტომბერს, ჰამასის მებრძოლებმა ისრაელის სამხრეთში სასაზღვრო ბარიერების გადალახვა შეძლეს და ებრაულ დასახლებებში შეაღწიეს, პარალელურად კი, ისრაელის მიმართულებით, 5 000-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

მაშინ პალესტინელმა ტერორისტებმა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 200-მდე კი მძევლად აიყვანეს.

ისინი განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ რეიმთან ახლოს გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე მყოფ ადამიანებს, სადაც, სულ მცირე 260 ისრაელელი და უცხოელი დაიღუპა, ბევრი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ამის შემდეგ, ისრაელმა უსაფრთხოების ძალები მოაბილიზა და ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რის შედეგადაც, თავდაცვის ძალების ცნობით, ჰამასის 1500-მდე ტერორისტი დაიღუპა. დაიწყო ღაზას სექტორის საარტილერიო და საავიაციო დაბომბვაც. ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათი საბოლოო მიზანი ჰამასის საბოლოო განადგურება იყო.

მოგვიანებით, ჰამასს "სოლიდარობა" გამოუცხადა ლიბანურმა, შიიტურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ - ჰეზბოლამ.

ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი მოქმედებები დღემდე გრძელდება.