1746725910
კვლევის მიხედვით, დედა დელფინები შვილებისთვის განსაკუთრებულ ბგერებს გამოსცემენ

კვლევის მიხედვით, დედა დელფინები შვილებისთვის განსაკუთრებულ ბგერებს გამოსცემენ. მეცნიერების აზრით, მისი საშუალებით დედები შვილებს საშუალებას აძლევენ, გაიცნონ და გაჰყვნენ. კვლევის შედეგები მეცნიერებმა ამერიკელ ფსიქოლოგთა ასოციაციის წინაშე კონფერენციაზე წარმოადგინეს.
ადრეული კვლევების თანახმად, დელფინს ბგერათა განსაკუთრებული ნაკრები გააჩნია. დედა დელფინები "სტვენას" პატარას გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე იწყებენ და განსაკუთრებით ინტენსიურად დელფინის დაბადებამდე აგრძელებენ. მეცნიერები 9 წლის დელფინსა და მის ახალშობილს კალიფორნიის გასართობ პარკში აკვირდებოდნენ. ბიოლოგებმა გამოიკვლიეს დედასა და შვილს შორის 80 საათის განმავლობაში მიმდინარე "საუბარი".
ექსპერტებმა შენიშნეს, რომ დედა დელფინი სხვა დანარჩენებთან შედარებით, ოდნავ ხმამაღალ ბგერებს გამოსცემდა. სხვები კი ბგერების სიხშირესა და ხმის ინტონაციას არც კი ცვლიდნენ. მეცნიერების აზრით, ამ ხმების მიზანია, რომ დედამ შვილს საკუთარი თავი გააცნოს და მიანიშნოს, თუ "სტვენის" დახმარებით რომელ გზას უნდა გაჰყვეს.
ასევე ნახეთ:
„გამიკვირდა, გავშრი, არ ველოდი ...“ - ხელის თხოვნის შემდეგ, თათა გიორგობიანი პირადზე
„ცოლი რომ მყავდეს, შენ კი არ შეგაჭმევინებდი აქ ნერვებს...“ - „ბზიკოს“ და ანას დაპირისპირება
კატასტროფას გადარჩენილი ბორტი - დაკავებულია პილოტი, რომელიც ფრენისას ძრავის გამორთვას ცდილობდა