მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1762632572
ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე, მაღალი ტალღების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 15 დაშავდა. euronews-ის ინფორმაციით, კანარის არქიპელაგს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს, რამაც დიდი ტალღები გამოიწვია. ექსპერტები განმარტავენ, რომ ტალღების სიმაღლე 4 მეტრამდე აღწევს.
მედიის ინფორმაციით, ძლიერი ტალღების შედეგად ადამიანები კუნძულის სხვადასხვა სანაპიროზე დაიღუპნენ. სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული საფრთხის გამო, კუნძულის სანაპირო ზონებში, ამ დრომდე გაფრთხილება მოქმედებს.
მედიის ინფორმაციით, გაფრთხილების მიუხედავად, ადამიანები სანაპირო ზონაში მაინც გავიდნენ, რა დროსაც მათ ძლიერმა ტალღამ დაარტყა და პირსიდან გადაყარა. ფაქტის ამსახველი კადრები მედიაში ვრცელდება.