კუბა შემდეგია - მათი დღეები დათვლილია - სენატორი ლინდსი გრემი

 ლინდსი გრეჰემმა

 „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრემმა შეაქო ირანში განხორციელებული აშშ-ის დარტყმები და განაცხადა, რომ კუბა შემდეგია.

„კუბა შემდეგია. ისინი ამ კომუნისტურ დიქტატურასაც მიჰყვებიან კუბაში. მათი დღეები დათვლილია“, - განაცხადა გრემმა.

„ირანის რეჟიმი, საერთაშორისო ტერორიზმის მთავარი წყარო, კოლაფსის პირასაა. ხომალდის კაპიტანი, აიათოლა კი - მკვდარია“, - დასძინა მან.