წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
უკრაინასა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების ერთთვიანი ვადა ერთმანეთის ენერგოობიექტებზე თავდასხმაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ ამოიწურა, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
„ერთი თვე, მართლაც, ამოიწურა, მაგრამ მოცემულ დროს უმაღლესი მთავარსარდლისგან, პრეზიდენტ პუტინისგან ახალი განკარგულებები არ არსებობს“, - თქვა პესკოვმა.
ჯერჯერობით უცნობია, განაახლებენ თუ არა მხარეები ერთმანეთის ენერგოობიექტების დაბომბვას.
ცნობისთვის, 18 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას და რუსეთს ერთი თვით ენერგოობიექტებზე თავდასხმებისგან თავის შეკავება შესთავაზა. პუტინი და ზელენსკი იდეას დათანხმდნენ.