როგორი ზამთარი გველოდება - ელ-ნინიოს შემდეგ მეცნიერები პოლარულ მორევს აკვირდებიან
1786913717
კრამატორსკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია დონეცკის ოლქის პროკურატურასა და დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის არმიამ კრამატორსკზე იერიშებისთვის „გერანი-2“-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა. დარტყმის სამიზნე ქალაქის ცენტრში მდებარე სამოქალაქო საწარმო გახდა.
ამასთან, თავდასხმა განხორციელდა ხარკოვის ოლქზეც. შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა რამდენიმე კერძო საცხოვრებელი სახლიც.