კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში, პირველადი შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ალბინ ქურთის მმართველი პარტია ლიდერობს

ალბინ ქურთი

კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში, პირველადი შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ალბინ ქურთის მმართველი პარტია, „მოძრაობა თვითგამორკვევისთვის“ ლიდერობს ხმათა 41%-ით. მეორე ადგილზეა „კოსოვოს დემოკრატიული პარტია“ – 21.8%-ით. 17.75% -ით მესამე ადგილზეა „კოსოვოს დემოკრატიული ლიგა“, ხოლო „ალიანსს კოსოვოს მომავლისთვის“ 7.68% აქვს.

ამ შედეგების მიხედვით, ალბინ ქურთს 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობისთვის მანდატები არ ჰყოფნის და მას კოალიციის ფორმირება მოუწევს.