კოსმოსში ჩარჩენილმა ასტრონავტმა ახალი ფოტოს გავრცელების შემდეგ „დუმილი დაარღვია“ 

ასტრონავტები

კოსმოსში ჩარჩენილმა NASA-ს ერთ-ერთმა ასტრონავტმა საკუთარ თავზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც მისი ახალი ფოტოები გამოჩნდა.

59 წლის სუნიტა უილიამსი და 61 წლის ბარი ვილმორი 5 ივნისს 8-დღიან მისიაში გაემგზავრნენ. თუმცა, ტექნიკური ხარვეზის გამო ასტრონავტები დღემდე კოსმოსში იმყოფებიან. 

NASA ასტრონავტების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ხშირად აწვდის. ბოლოს მათ გაავრცელეს წყვილის ფოტო, რომლებიც ხომალდში სხედან და სადილს მიირთმევენ. ფოტომ საზოგადოებაში ეჭვები გააჩინა, რომ ქალი ძალიან გამხდარი იყო და შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონოდა. 

ამასთან დაკავშირებით, NASA-მ უცხოურ გამოცემას განუცხადა: „საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი NASA-ს ყველა ასტრონავტი გადის რუტინულ სამედიცინო შეფასებებს, მათ აკონტროლებენ ფრენის ქირურგები და კარგად არიან“.

ფოტოს გავრცელების შემდეგ, ერთ-ერთი ასტრონავტი, სუნიტა უილიამსი იძულებული გახდა „დუმილი დაერღვია“ და ესაუბრა. 

„ზოგადად, აქ ბევრი ცვლილებაა, თუმცა სასაცილოა ჭორები ჩემი წონის კლებასთან დაკავშირებით. მე რეალურად იმდენივეს ვიწონი, რასაც აქ ჩამოსვლამდე. თქვენ ალბათ გსმენიათ სითხის ცვლის შესახებ, სადაც კოსმოსში მყოფი ადამიანების თავები ოდნავ უფრო დიდი ჩანს, რადგან სითხე თანაბრდება სხეულის გასწვრივ,” - განმარტა მან.

ცნობისთვის, „სტარლაინერის“ მისიის ასტრონავტები პლანეტაზე 8 თვის შემდეგ, კოსმოსური ხომალდის Dragon-ის ბორტზე დაბრუნდებიან, 2025 წლის თებერვლამდე კი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმუშავებენ.

Boeing-ის კოსმოსური ხომალდი „სტარლაინერი“ ორბიტაზე 5 ივნისს გაემგზავრა. უილიამსის და უილმორის მისია მხოლოდ 8 დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ხომალდის ტექნიკური პრობლემების გამო ისინი დედამიწაზე „სტარლაინერით“ ვეღარ დაბრუნდებიან და ამისთვის კოსმოსში Boeing-ის მთავარი კონკურენტის SpaceX-ის ხომალდს გამოიყენებენ.