პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1751907099
ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტი ოთხშაბათს დაკითხავს ექიმს, რომელიც ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო ვადის პერიოდში მკურნალობდა. ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო ქმედითუნარობისა და კოგნიტიური პრობლემების ფონზე, ექიმ კევინ ო’კონორს გამოჰკითხავენ, თუ რის საფუძველზე წერდა თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის ცნობებს.
ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს კომერი განმარტავს, რომ ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის და პრეზიდენტის ავტომატური ხელმოწერების შესაძლო უკანონო გამოყენების ფაქტზე ყოფილი ადმინისტრაციის კიდევ 5 წევრს დაკითხავენ.
„ბაიდენის ყოფილი ექიმი ოფიციალურად გამოვიძახეთ ჩვენების მისაცემად. ძალიან გვაინტერესებს, რას იტყვის ექიმი ოკონორი. პრეზიდენტის ჯანმრთელობის ცნობაზე მრავალი კითხვა გვაქვს. ჩვენს ქვეყანაში არავის სჯერა, რომ ჯო ბაიდენი ისეთივე ჯანმრთელი იყო, როგორც მისი ექიმი ამბობდა. ამ საქმეს სრული სერიოზულობით ვიკვლევთ. თავად პრეზიდენტი ტრამპია ამით დაინტერესებული. გენერალური პროკურორიც იუსტიციის დეპარტამენტში იძიებს ბაიდენის ავტომატური ხელმოწერის შესაძლო უკანონო გამოყენებას“, - განაცხადა კომერმა.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1751907099
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
1751905124
მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს
1751308773