კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: ჯერ კიდევ ორი წლის წინ ბრიტანეთის მთავრობამ ზელენსკი აიძულა, რომ სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმებულიყო

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ანა პაულინა ლუნა სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აიძულა, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმებულიყო.

ამერიკელი კანონმდებლის თქმით, ქვეყნის მეთაურები წნეხს ხშირად განიცდიან, თუმცა კარგი ლიდერები ყოველთვის საკუთარი ხალხისთვის, და არა უცხო ქვეყნის მთავრობის ინტერესებისთვის იბრძვიან.

ანა პაულინა ლუნა ასევე აღნიშნავს, რომ ნატოსა და შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ არიან პოლიტიკოსები, რომელთაც სისხლის ღვრის გაგრძელება სურთ. ამერიკელი კანონმდებლის თქმით, დროა მსოფლიომ პრობლემები დიალოგის გზით მოაგვაროს.