1754139128
კოლუმბიის ყოფილ პრეზიდენტს, ალვარო ურიბეს 12 წლით შინაპატიმრობა მიუსაჯეს

კოლუმბიის ყოფილ პრეზიდენტს, ალვარო ურიბეს 12 წლით შინაპატიმრობა მიუსაჯეს და 578 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სასამართლომ ურიბე მოწმეების მოსყიდვაში დამნაშავედ ცნო. ის ქვეყნის პირველი მეთაურია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს.
BBC-ს ცნობით, ურიბე 2002-2010 წლებში კოლუმბიის პრეზიდენტი იყო. ის ქვეყანაში პოპულარობას ინარჩუნებს მიუხედავად იმისა, რომ მას მემარცხენე მეამბოხე დაჯგუფებების განადგურების მიზნით მემარჯვენე გასამხედროებულ ფორმირებებთან კავშირში სდებდნენ ბრალს. ურიბე ბრალდებას უარყოფს.

გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603