რა მოხდა თურქეთში და სად არის გურამ დადიანიძის მამა? - რას ჰყვება გურიკას დედა
1786997599
კოლუმბიის პრეზიდენტის, აბელარდო დე ლა ესპრიელას განცხადებით, გასულ კვირას ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქვეყნისთვის მიყენებული ეკონომიკური ზარალი, წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 30 ტრილიონ პესოს, ანუ 9.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მისი თქმით, აქედან დაახლოებით 24.5 ტრილიონი პესო შენობებზე, ხოლო 5.5 ტრილიონი პესო ინფრასტრუქტურაზე მოდის.
„უბრალოდ წარმოიდგინეთ, ამ კატასტროფის მასშტაბი“, – განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა.
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 280 ადამიანი ემსხვერპლა, 4 000-ზე მეტი დაშავდა, 143 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მიწისძვრამ 11 300-ზე მეტი შენობა დაანგრია, ხოლო 53 500-ზე მეტი დააზიანა.