1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის ლონდონურ სახლში „საეჭვო“ ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ POLITICO წერს.
ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ მოულოდნელად, ძლიერი აფეთქების ხმა გაიგო, რასაც მინის მსხვრევის ხმა მოყვა.
ლონდონის სახანძრო ეკიპაჟმა ხანძარი სწრაფად ჩააქრო, თუმცა დაზიანებულია შესასვლელი კარი, რის გამოც, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მედიის ცნობით, არავინ დაშავებულა.
მომხდარს კონტრტერორისტული პოლიცია იძიებს, რადგან ხანძრის გაჩენის მიზეზს ისინი „საეჭვოს“ უწოდებენ.