კინოსტუდია კანიე უესტის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს არ გამოუშვებს

კანიე უესტი

კინოსტუდია MRC-მა კანიე უესტის შესახებ გადაღებულ, დასრულებულ დოკუმენტურ ფილმს გაქირავებაში არ გამოუშვებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

MRC-ის წარმომადგენლების განმარტებით, მათთვის მიუღებელი ჰიპ-ჰოპ არტისტის ანტისემიტური კომენტარები და პოსტები გახდა. 

„დღეს დილით, ჩვენს რეჟისორებთან და სადისტრიბუციო პარტნიორებთან საუბრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, აღარ გამოვუშვათ კანიე ვესტის შესახებ გადაღებული დასრულებული დოკუმენტური ფილმი".-წერია განცხადებაში.

ანტისემიტური პოსტებისა და განცხადებების შემდეგ კანიე ვესტთან ურთიერთობა ჯერ Balenciaga-მ, მოგვიანებით კი Adidas-მა გაწყვიტა.