კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშების ფონზე, ტრამპი ზელენსკის კვლავ აკრიტიკებს - ვაშინგტონის მიერ რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება კიევში კაპიტულაციის მცდელობად აღიქმება

ჯჯ

 კიევზე ღამით მორიგი სარაკეტო იერიში განხორციელდა. დედაქალაქის მერის ინფორმაციით, დაზიანებულია ერთ-ერთი მეტროსადგური. რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა, ასევე, სოლომენსკის რაიონში მდებარე 25-სართულიან საცხოვრებელი სახლს. ოკუპანტების შეტევის შედეგად დაზიანებულია არასაცხოვრებელი ობიექტები კიევის სხვა რაიონებშიც.

შეგახსენებთ, რომ კიევი ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას ობიექტი გუშინაც იყო. თავდასხმის შედეგად 21 წლის გოგონა დაიღუპა და 3 ადამიანი დაშავდა.

კიევზე იერიშების ფონზე, ტრამპი კიდევ ერთხელ მკაცრად აკრიტიკებს, ზელენსკის რუსულ ნავთობ-გადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების გამო და აცხადებს, რომ მისი მხრიდან რუსულ ექსპორტზე სანქციების მოხსნის მიზანი საბოლოოდ მშვიდობის მიღწევაა.

ვოლოდიმირ ზელენსკი კი, ვაშინგტონის აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინის კაპიტულაციაზე დასათანხმებლად გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამს.

✕