„ამას პირველად ვაჟღერებ...“ - ადვოკატი საუბრობს, სად ინახება გურამ დადიანიძის მობილური ტელეფონი
1792011389
კიევის ოლქზე რუსული ძალების იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი პირი.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამიზნე ობიექტები წარმოებისა და საწყობის შენობები იყო.
ოფიციალური უწყების ცნობით, მომხდარის ადგილზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, ხოლო ნანგრევების გატანა გრძელდება.
ცნობისთვის, გასულ ღამეს თავდასხმები უკრაინის სხვა ქალაქებზეც განხორციელდა. დნეპრის გარეუბანში მდებარე საწყობებზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად სამი პირი დაშავდა. მათგან ერთის, 27 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.