ხეში იყო გაჭედილი - 4 თვის ბავშვი, რომელიც ტორნადოს შემდეგ გაუჩინარდა, ცოცხალი იპოვეს (აშშ)

ბავშვი

აშშ-ში ოთხი თვის ბავ­შვი, რო­მე­ლიც ძლი­ე­რი ტორ­ნა­დოს შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნარ­და, ცო­ცხა­ლი იპო­ვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ბავშვი ხეში იყო გაჭედილი. მას მხოლოდ მცირე სისხლჩაქცევები და ჭრილობები ჰქონდა.

„ტორ­ნა­დომ ჩვენს სახ­ლს სა­ხუ­რა­ვი გა­და­ხა­და, რამ­დე­ნი­მე წამ­ში შევ­ნიშ­ნე, რომ ბა­სი­ნე­ტი, რო­მელ­შიც ჩემი შვი­ლი იწვა, გა­უ­ჩი­ნარ­და. მე­გო­ნა, მკვდა­რი იყო, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და მისი პოვ­ნის იმე­დიც და­კარ­გუ­ლი გვქონ­და. მაგ­რამ ღვთის მად­ლით, ის გა­დარ­ჩა“,- გა­ნა­ცხა­და ბავ­შვის დე­დამ.

ტორ­ნა­დომ მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა მათი მან­ქა­ნა და სახ­ლი. თა­ვად სინ­დის და მის პირ­ველ შვილს, პრინ­სტონს მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ, მაგ­რამ მის­მა მე­უღ­ლემ ხელი და მხრე­ბი მო­ი­ტე­ხა.

ასევე ნახეთ:

Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა

"მე ვიცი, თქვენ რასაც ეძებთ, ხელი გამოგვიწოდა - შეკრული მუჭა გახსნა და ხელისგულზე ეს მცირე ნატეხი ედო" - ქრისტეს საფლავის ქვის ნატეხის ისტორია

ვის და რამდენით გაუძვირდება გაზის ტარიფი 1 იანვრიდან - კომპანიის განცხადება