„ხალხის მსახურის“ დეპუტატმა ანტიკორუფციული ბიუროს ჩხრეკის წინ უკრაინა დატოვა

რადას დეპუტატი

პარტია „ხალხის მსახურის“ წევრმა, უმაღლესი რადას დეპუტატმა იური კორიავჩენკოვმა უკრაინა დატოვა, მას შემდეგ რაც ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) ჩხრეკები დაიწყო. ამის შესახებ  უკრაინული გამოცემა „ზერკალო ნედელი“ (ZN) საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კორიავჩენკოვმა, რომელიც საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია მეტსახელით იუზიკი (ტელეშოუ „კვარტალ-95“-ში მონაწილეობის პერიოდიდან), მოახერხა ქვეყნის დატოვება. დაკითხვაზე იმყოფება ფრაქციის მდივანი ტარას მელნიჩუკი.

დღეს ანტიკორუფციულმა ბიორომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (SAP) კიდევ ერთი დანაშაულებრივი სქემის გამოვლენის შესახებ განაცხადეს, საქმე ეხება დეპუტატების მიერ სისტემატურად მიღებულ ფულს კენჭისყრაში მონაწილეობისთვის.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ  ბიზნესმენმა ტიმურ მინდიჩმა ჩხრეკების დაწყებამდე უკრაინა პოლონეთის გავლით დატოვა და ისრაელში გაემგზავრა.

როგორც EADaily იუწყება, კიევში გამოვლინდა უმაღლესი რადას დეპუტატთა დანაშაულებრივი ჯგუფი, რაც ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ.