1728420497
კაცს, რომელმაც 17 წლის ცოლს თავი მოჰკვეთა, 8 წელი მიუსაჯეს (ირანი)
ირანელ კაცს, რომელმაც 17 წლის მეუღლეს თავი მოჰკვეთა, სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, ქალს, რომელიც ამავე დროს თავისი ქმრის ბიძაშვილი იყო, მასზე დაქორწინება 12 წლის ასაკში აიძულეს.
მუდმივი ოჯახური ძალადობის გამო, ახალგაზრდას განქორწინება სურდა, 4 თვის განმავლობაში თურქეთშიც გაიქცა, თუმცა, მამამ დაარწმუნა, რომ ოჯახში დაბრუნებულიყო და უსაფრთხოდ ყოფნის გარანტიები მისცა.
სასამართლოს სპიკერმა განაცხადა, რომ ამგვარი სასჯელი ქალის მშობლების მიერ მკვლელის შეწყალებით იყო გამოწვეული.
მისივე თქმით, განაჩენი შეესაბამება ირანის კანონს, რომლის მიხედვითაც განზრახ მკვლელობა ისჯება სიკვდილით, თუ მსხვერპლის ოჯახი მკვლელს არ აპატიებს.
გარდა ამისა, მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის ახალგაზრდა ქალის ძმას 3 წლითა და 7 თვით პატიმრობა შეეფარდა.