„კაცმა ეზოს ჭიშკარი შეანგრია და ყვიროდა“ - ლონდონში ბენედიქტ კამბერბეჩს თავს დაესხნენ

ბენედიქტ კამბერბეჩს თავს დაესხნენ

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ცნობილ მსახიობს ბენედიქტ კამბერბეჩს თავს დაესხნენ

კამბერბეჩი, მისი ცოლი და სამი შვილი სახლში იმყოფებოდნენ, როდესაც მათ თავს დაესხა დანით შეიარაღებული 35 წლის კაცი.

კამბერბეჩის თქმით, კაცმა ეზოს ჭიშკარი შეანგრია და ყვიროდა, „ვიცი აქ რომ გადმოხვედით საცხოვრებლად,  იმედი მაქვს თქვენი სახლი ბოლომდე დაიწვება“. 

ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. თავდამსხმელი 250 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს და კამბერბეჩის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება აუკრძალეს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, კამბერბეჩის ოჯახმა სერიოზული სტრესი მიიღო. თავდასხმის შემდეგ ბენედიქტმა და სოფიმ უძილო ღამეები გაატარეს.