კაცი, რომელსაც ბრალი 3 თვის შვილის მკვლელობაში ედება, პროკურატურის მოწმეზე ქორწინდება

მკვლელი

მამაკაცი, რომელსაც ბრალი 3 თვის შვილის მკვლელობაში ედება, პროკურატურის მოწმეზე ქორწინდება.  ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, შენონი, რომელსაც ბრალდება 2021 წელს წაუყენეს,  ქალიშვილის მკვლელობის ბრალდებას არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს. ქორწინების შესახებ კი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ პოლიციამ ციხის სატელეფონო ზარების საშუალებით შეიტყო, რომ შენონი გეგმავს მოწმეზე დაქორწინებას. პროკურატურა ფიქრობს, რომ ფაქტის გამო, შესაძლოა, მოწმის ჩვენება ბათილად ცნონ სასამართლოში.

პროკურორმა მოსამართლეს მოსთხოვა ან ქორწინების გადადება, ან ქალისგან ქორწინებამდე ჩვენების მიცემა.

შენონის ადვოკატმა კერი ნესელმა თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსამართლე შეძლებს ქორწინების გადადებას.

ცნობისთვის, სამი თვის ბავშვი 2021 წელს გაუჩინარდა. დეკემბერში შენონს ბრალი წაუყენეს ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის, მშობლების შეურაცხყოფისა და გვამის დამალვის ბრალდებით.

ასევე ნახეთ:

PHOTO/VIDEO: როგორ მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიამ მეუღლეს იუბილე

VIDEO: შვილის ქორწილში აცეკვებული გოჩა და შორენა ჩერტკოევების ვიდეომ გამომწერები აღაფრთოვანა

VIDEO: „ძველით ახალ წელსაც აქ შევხვდები“ - ზალიკო ბერგერი კლინიკიდან ვიდეოს აქვეყნებს