1732276666
კაცი, რომელიც სასჯელს 80-ზე მეტი მკვლელობისთვის იხდის, უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლას ითხოვს - რუსული მედია
ირკუტსკის ოლქის, ქალაქ ანგარსკიდან ყოფილმა მილიციელმა მიხაილ პოპკოვმა, რომელსაც 80-ზე მეტი მკვლელობისთვის ორი უვადო პატიმრობა აქვს, კიდევ ორი დანაშაულის ჩადენა აღიარა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობითვე, სერიულმა მკვლელმა ინტერვიუში თქვა, რომ ოცნებობს ჯარში გაწევრიანებაზე და თუკი შესთავაზებენ მზად არის სამხედრო ოპერაციების ზონაში წასასვლელად.
მან აღნიშნა, რომ მისი სამხედრო სპეციალობა „ახლა საკმაოდ მოთხოვნადია“, მაგრამ ჯერჯერობით მას „სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა არ შესთავაზეს“.
პოპკოვი ირკუტსკის ოლქის ქალაქ ანგარსკიდანაა და მას „ანგარსკელი მანიაკის“ სახელით იცნობენ.
საქმის მასალების მიხედვით, 1992-2010 წლებში, პოპკოვს 80 ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად, აქედან 79 ქალი იყო. ამ დროს პოპკოვი მილიციაში მუშაობდა. ამ ქალების მკვლელობის გამოძიებაში კი შემდეგ თავადვე მონაწილეობდა. დანაშაულები მხოლოდ 2012 წელს გაიხსნა. ამჯერად ის სამუდამო პატიმრობის ვადას მორდოვიის სასღელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.