კაცი, რომელიც 300 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ეძებდა, ტყეში დაიკარგა - ის 4 დღის შემდეგ იპოვეს

კაცი

კაცი, რომელიც 300 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ეძებდა, ტყეში ჩაიკარგა და იქ 4 დღე გაატარა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, ბრენტ ლენდრიეტი თავის შეყვარებულთან ერთად გასულ თვეში სტუმრობდა ვენტურას ოლქის უბანს, როდესაც გადაწყვიტა მარტო გასულიყო ზამთრის კარიბჭის მიღმა გრანდეს ველის მიდამოებში.

„მოულოდნელად, ჩემი სატვირთო მანქანა წყალში აღმოჩნდა, მე გადავხტი ამ ყინულოვან წყალში, შემდეგ კი მანქანას კაბელი შემოვახვიე და წყლიდან ამოვიყვანე”, - განუცხადა ლენდრიეტმა საინფორმაციოს.

მან ტყეში წვიმის გამო ცეცხლის დანთება ვერ შეძლო.

„ტანსაცმელი მოვიშორე, რადგან სველი იყო. ჩავყარე სატვირთო მანქანის უკანა მხარეს, მე კი მშრალი ტანსაცმელი ჩავიცვი. მეორე დილით, მთელი ჩემი ტანსაცმელი [იყო] ყინულის კუბურებივით მყარი იყო“,- იხსენებს კაცი.

გაურკვეველია, როდის, მაგრამ განსაცდელის რაღაც მომენტში, ლენდრიეტმა მესიჯი გაუგზავნა თავის შეყვარებულს, რომელმაც შეატყობინა პოლიციას მისი ადგილსამყოფლის შესახებ. პოლიციას მის საპოვნელად 3 დღე დასჭირდა.

ლენდრიეტი და მისი სატვირთო მანქანა გზატკეცილიდან მოშორებით იპოვეს მას შემდეგ, რაც დისპეჩერმა შორიდან სუსტი შუქი შენიშნა.

პოლიციის ცნობით, ლენდრიეტი ოთხი დღის განმავლობაში იყო საკვებისა და წყლის გარეშე. ის ყინულების ჭამით გადარჩა. 

საშინელი განსაცდელის შემდეგ, არიზონას მკვიდრი ნანობს ოქროს სულელურად ძიების გამოცდილებას. 

ასევე ნახეთ:

„რა იწვევს ყლაპვის გაძნელებას და ყელში ბურთის გაჩხერვის შეგრძნებას“ - როგორ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა

„ხელები მტევნიდან მხრამდე ჩაყავით ცივ წყალში“ - როგორ გავიწიმინდოთ სისხლძარღვები

„სწორედ იმ მარცხენა თვალით ყოფილა დაავადებული, რომელიც უფლის ფრესკაზე დააზიანა“ - რას იხსენებს დეკანოზი