Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334
გულსისხლძარღვთა სისტემა არის "სატრანსპორტო" არტერია, რომელიც ორგანიზმის თითოეულ უჯრედს აწვდის საკვებ ნივთიერებებს. თუ მოხდება რამე სახის შეფერხება უჯრედების კვებაში, ეს მაშინვე აისახება მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზე. ამიტომაც, სისხლძარღვების გაწმენდა არა მარტო ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის, არამედ სიცოცხლის გახანგრძლივების ერთადერთი საშუალებაა.
სამედიცინო დახმარება - თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მუდმივად გაწუხებთ არტერიული ჰიპერტენზია (ჰიპერტონია), გაქვთ გულსისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადებები ან შაქრიანი დიაბეტი – თქვენ რა თქმა უნდა, არ გავნებთ სისხლსძარღვების გაწმენდა. მაგრამ, პირველ რიგში, თქვენ გამოკვლევა უნდა ჩაიტაროთ სამედიცინო დაწესებულებაში, იმისათვის, რომ მიიღოთ კვალიფიციური დახმარება და არ ავნოთ ორგანიზმს თვითმკურნალობით. ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია მედიკამენტოზური მკურნალობის თავიდან აცილება.
კვების რაციონი - შუზღუდეთ იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით ქოლესტერინს: ქონი, კვერცხი, ძეხვი, რძის ცხიმიანი პროდუქტები, ამასთანავე შეეცადეთ არ ჭამოთ მსუყე საჭმელი ძილის წინ – ზედმეტი ქოლესტერინი, როგორც მედიკოსები იტყვიან, სისხლსძარღვების კედლებზე ილექება ღამის განმავლობაში. ყოველდღიური კვების რაციონში დაამატეთ მცენარეული საკვები.
ფიზიკური დატვირთვები - სისხლსძარღვების გაწმენდაში დაგეხმარებათ ფიზიკური დატვირთვები, სპორტით დაკავება. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება სწრაფად, მაგრამ თუ არ იზარმაცებთ და მეთოდურად შეეცდებით მიზნის მიღწევას, ორგანიზმი აუცილებლად გადაგიხდით მადლობას. თქვენ შეძლებთ რიგში ჩადგომას და ცხოვრების ხალისის დაბრუნებას.
სხეულის გაკაჟება - სისხლსძარღვების გაწმენდისათვის ძალიან სასარგებლოა გაკაჟება. დასაწყისისათვის, ხელები მტევნიდან მხრამდე ჩაყავით ცოტათი ცივ წყალში 5 წუთით. შემდეგ გაიმშრალეთ ხელსახოცით. დღითიდღე შეამცირეთ წყლის ტემპერატურა იქამდე, სანამ იგი არ გახდება ყინულოვანი. ორგანიზმის საერთო გაკაჟება დადებითად იმოქმედებს სისხლსძარღვებზე.
ხალხური საშუალებები - არსებობს სისხლსძარღვების გაწმენდის არაერთი ხალხური საშუალება. უმეტეს წილად ისინი უფრო პროფილაქტიკური სახისაა. შეეცადეთ გამოიყენოთ ისინი, მაგრამ მხოლოდ გონიერი დოზებით. "გემრიელი" გამწმენდი საშუალება შეიცვას თანაბარი პროპორციით: ქიშმიშს, მაგხმარ გარგარს, თაფლს, ნიგოზს, ლიმონს. ეს ყველაფერი ტარდება ხორცის საკეპ მანქანაში და შემდეგ ინახება ცივ ადგილას. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი სამჯერ დღეში. სასურველია ასევე ნებისმიერი სახის კვახის, ნივრის, სტრუქტურირებული წყლის (საყინულეში გაყინული), ფიჭვის წიწვების ნაყენის, ლიმონის სპირტიანი ნაყენის, მწვანე ჩაის მიღება. და ბოლოს, უარი თქვით მავნე ჩვევებზე.