დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელ სამხედროებს შეუძლიათ ნარკოკარტელების სამიზნეების წინააღმდეგ სახმელეთო დარტყმების „ნებისმიერ ადგილას“ განხორციელება, მათ შორის მექსიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში

ტრამპი

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა ნარკოკარტელების წინააღმდეგ სახმელეთო დარტყმებისთვის ნებისმიერ ადგილას, მათ შორის მექსიკაშიც. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპის თქმით, ამერიკელ სამხედროებს შეუძლიათ ნარკოკარტელების სამიზნეების წინააღმდეგ სახმელეთო დარტყმების განხორციელება დედამიწის ნებისმიერ წერტილში, მათ შორის მექსიკაში, ცენტრალურ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკაში.

„ჩვენ კარტელებს დავარტყამთ. ჩვენ ვიცით მათი მარშრუტები, ყველაფერი ვიცით მათ შესახებ. ჩვენ ვიცით, სად ცხოვრობენ“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორც გამოცემა წერს, ტრამპის ადმინისტრაცია ზეწოლას ახდენს მექსიკის მთავრობაზე და მოითხოვს ნებართვას, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ქვეყანაში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიყვანონ.