პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ერთმა პატარა რამემ შეიძლება გააფუჭოს იდეალური პაემანი. უცხოურ მედიაში გავრცელდა ისტორია, რომელიც ატლანტაში მოხდა.
მამაკაცი იძულებული გახდა ტუალეტის ფანჯრიდან გაპარულიყო. პაემანზე მამაკაცი გააღიზიანა იმან, რომ მეგობარმა გოგონამ ბევრი პორცია ხამანწკა შეუკვეთა, რომელსაც ხმაურით ჭამდა.
გოგონამ ხამანწკის 12 პორცია შეჭამა. პაემნის დასაწყისში ქალმა ერთი თეფში შეუკვეთა, შემდეგ კი კიდევ სამი. ჯამში მან 48 ხამანწკა შეჭამა, რაც აშკარად დიდად არ მოეწონა ჯენტლმენს.
„მეოთხე სერვისი რომ მოვიდა, მან გიჟურად შემომხედა, მაგრამ არ მაინტერესებდა. ძალიან კარგი იყო", - იხსენებს ქალი.
როდესაც 48-ვე ხამანწკა შეჭამა, ქალმა გადაწყვიტა, მრავალფეროვნებას მიჰყოლოდა და შეუკვეთა კერძი კრაბის ნამცხვრებითა და წითელი კარტოფილით. საბოლოოდ, როდესაც მიმტანმა ჩეკი მოიტანა, მამაკაცმა, რომელმაც მისი თქმით, მხოლოდ ერთი სასმელი შეუკვეთა, წავიდა საპირფარეშოში, მაგრამ ის აღარ დაბრუნებულა.
ქალმა, საბოლოოდ, ყველაფერში $184 გადაიხადა.
„მე დაგპატიჟე რამდენიმე სასმელზე და შენ შეუკვეთე ამდენი საჭმელი, შემიძლია, სასმელებისთვის ფული გადმოგირიცხო", - უთხრა მოგვიანებით მამაკაცმა ქალს.
ასევე წაიკითხეთ:
„მოულოდნელი ხარჯები დაბალანსდება მნიშვნელოვანი ფულადი ჯილდოებით“ - ვისთვის როგორი იქნება მარტის თვე