კატარის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მდებარე ამერიკულ ბაზას ირანული ბალისტიკური რაკეტა დაეცა

ამერიკული ბაზა კატარში

კატარში მდებარე ამერიკულ საჰაერო ბაზას ირანული რაკეტა დაეცა. ინფორმაციას კატარის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი განმარტებით, ირანიდან მათ საჰაერო სივრცეში ორი ბალისტიკური რაკეტა შევიდა, ერთი მათგანის განეიტრალება შეძლეს, მეორე კი ალ უდაიდის ბაზაზე ჩამოვარდა, რომელიც რეგიონში უმსხვილესი ამერიკული ბაზაა.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.