,,კარინას ქმედებამ ძალიან გამაბრაზა..." - ნუცა ბუზალაძის პირველი კომენტარი დუეტების ტურში მომხდარ ინციდენტზე

ბუზალაძე

ცოტა ხნის წინ American Idol-ის მომდევნო - დუეტების ტური გაიმართა, სადაც ნუცა ბუზალაძემ კარინა დე ანჯელოსთან ერთად იმღერა. 

თუმცა, სიმღერის დაწყებამდე ჟიურის კითხვაზე, თუ როგორ შეეწყვნენ ისინი ერთმანეთს, კარინა დე ანჯელომ ასე უპასუხა:

„აღმოჩნდა, რომ დროის მენეჯმენტთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. მან რეპეტიციას ძილი ამჯობინა". 

ამ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცოტა ხნის წინ მომხდარი ნუცა ბუზალაძემ თავად ახსნა:

„ეს ჩემს ცხოვრებაში დიდი გამოცდა იყო. ამ ვიდეოს როდესაც ვუყურებ ცრემლები მომდის, თუმცა, ეს ცრემლები არ არის სიხარულის. ეს პირველი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ჩემს გამარჯვებას არ ვზეიმობ. პირიქით, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უნდა ავხსნა მომხდარი. 

პირველ რიგში გეტყვით, რომ კონკურსის წესების მიხედვით, კონკურსანტები ყველა რეპეტიციას უნდა დაესწრონ. არცერთ მათგანს მისი გამოტოვების უფლება არ აქვს. მე არასდროს მეზარება რეპეტიციებზე დასწრება, მაშინაც კი თუ ის დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება და შესრულება ბევრჯერ მიწევს. იმიტომ, რომ ეს საქმე მთელი ჩემი ცხოვრებაა. 

თუმცა, დუეტების ტურის შემდეგ, მენტალურად სრულიად გავნადგურდი. ყველანაირად ვცდილობდი ძლიერი დავრჩენილიყავი, თუმცა, ვიდეოში, ალბათ, შენიშნეთ როგორი გაბრაზებული ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი უკან მოვიტოვე, თუმცა, ვიდეოს ნახვის შემდეგ, ყველა შეგრძნება უკან დაბრუნდა და მათთან გამკლავება ძალიან რთულია. მაგრამ სიძლიერე უნდა შევინარჩუნო, რადგან ესაა კონკურსი და არა კონცერტი. ასე თუ არ მოვიქცევი, შორს ვერ წავალ.. ცხოვრება ასეთია. 

მინდა ყველამ იცოდეთ - ლოს-ანჯელესში ჩასვლამდე 17 საათიანი ფრენა მომიწია. ჩვენი ოფიციალური რეპეტიციების გარდა, არ ვიცოდი, რომ დამატებითი ვოკალური რეპეტიციებიც გვქონდა. ეს ინფორმაცია გამომრჩა - ჩემი ბრალია.

თუმცა, როდესაც კარინამ დამირეკა, მაშინვე წავედი და შევეცადე, მაქსიმუმი გამეკეთებინა. კარინა თავს კარგად არ გრძნობდა, ამიტომ, რეპეტიცია იმდენჯერ გავიარეთ, რამდენჯერაც მას სურდა. მინდოდა, ეს გამოცდილება ორივესთვის დაუვიწყარი ყოფილიყო. 

დუეტების ტურით ორივეს სიამოვნება უნდა მიგვეღო, თუმცა კარინას ქმედებამ ძალიან გამაბრაზა. ის საკმაოდ ნიჭიერია, ძლიერი ვოკალი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კარიერულად ბევრს მიაღწევს. მე მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. 

ბოლოს კი ვიტყვი - იმედი მაქვს, ჩემს პიროვნებას უკეთესად გაიცნობთ. მიყვარხართ ძალიან და მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის",- წერს ნუცა ბუზალაძე.

ცნობისთვის, დუეტების ტურში,  ნუცა ბუზალაძემ გაიმარჯვა.

კონკურსზე წასვლამდე, ნუცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო.