ავარია სენაკში - დაშავებულია დედა-შვილი
1753468675
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შეათანხმა კანონპროექტის ტექსტი, რომელიც უზრუნველყოფს სამართალწესრიგის სისტემის გაძლიერებას და ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, კანონპროექტს უმაღლეს რადს დღეს წარუდგენენ.
„ახლახან შევათანხმე კანონპროექტის ტექსტი, რომელიც უზრუნველყოფს სამართალ წესრიგის სისტემის გაძლიერებას, ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას, ასევე სამართალ წესრიგის სისტემის საიმედო დაცვას ნებისმიერი რუსული გავლენისგან ან ჩარევისგან. ტექსტი დაბალანსებულია. ყველაზე მთავარია – რეალური ინსტრუმენტები, არანაირი რუსული კავშირები და ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსადა ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობა. კანონპროექტი უკრაინის უმაღლეს რადას დღეს წარედგინება. მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობას ვინარჩუნებთ. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობას ვინარჩუნებთ. მნივნელოვანია, რომ ყველა უკრაინელის პოზიციას პატივს ვცემთ და მადლობელი ვართ ყველასი, ვინც უკრაინის გვერდით დგას“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 ივლისს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს. კერძოდ, ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს. აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას უკრაინის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.