1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ამერიკელმა ფოტოგრაფმა სპენსერ ტუნიკმა ავსტრალიაში 2 500-მდე შიშველი ადამიანის ფოტო გადაიღო. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, მოხალისეები, რომლებსაც ფოტოგრაფი ოქტომბრიდან ეძებდა, პლაჟ ბონდიზე შეიკრიბნენ და ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა. ფოტოგრაფმა პროექტი საქველმოქმედო ფონდთან Skin Check Champions თანამშრომლობით განახორციელა. მათი საერთო მიზანი კანის კიბოს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
ეს ტუნიკის პირველი პროექტი არ არის ავსტრალიაში. 2010 წელს, კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში მან სიდნეის ოპერასთან 5 500 შიშველ მოხალისეს გადაუღო ფოტო.