კანიე უესტი Instagram-ს დაუბრუნდა

კანიე უესტი

კანიე უესტი Instagram-ს დაუბრუნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, უესტმა დიდი ხნის შემდეგ ინსტაგრამზე პირველად გამოაქვეყნა პოსტი. მან სოციალურ ქსელში პლაკატი 21 Jump Street-ისთვის გააზიარა, რომელშიც მთავარ როლებს ჯონა ჰილი და ჩენინგ ტატუმი ასრულებენ და დაწერა, რომ ფილმის ყურებამ მას "ისევ შეაყვარა ებრაელები".

„არავინ უნდა გადაიტანოს რისხვა ერთი ან ორი ადამიანის მიმართ მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიძულვილში. ასევე, არცერთ ქრისტიანს არ შეიძლება ეწოდოს ანტისემიტი, რადგან იესო ებრაელი იყო. გმადლობთ, ჯონა ჰილ, მიყვარხართ", - წერს რეპერი.

ცნობისთვის, ჯონა ჰილი ლოს-ანჯელესში მცხოვრები ებრაული ოჯახიდანაა.

შეგახსენებთ, რომ კანიე უესტს გასულ ოქტომბერში დროებით აეკრძალა ინსტაგრამზე პოსტების გამოქვეყნება მისი ანტისემიტური განცხადებების გამო. ასევე დაიბლოკა მისი ტვიტერი. რეპერის ირგვლივ სკანდალები მას შემდეგ დაიწყო, რაც მან პარიზის მოდის კვირეულზე თავისი ბრენდის Yeezy-ის ჩვენებაზე წარადგინა მაისურები White Lives Matter სლოგანით, რომელიც ამერიკულ დღის წესრიგში ნეო-ნაცისტებთან ასოცირდება.