კანარის კუნძულებთან ნავის გადაბრუნების შედეგად 7 მიგრანტი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა

ნავი

28 მაისს კანარის კუნძულებთან ახლოს ნავის ჩაძირვის შედეგად შვიდი მიგრანტი დაიღუპა.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მიგრანტების ნავი სანაპიროდან რამდენიმე მეტრში გადაბრუნდა.

გადაუდებელი დახმარების სამსახურის ცნობით, დაღუპულებს შორის ორი ხუთი წლის ბავშვი და 16 წლის მოზარდია. მათი ინფორმაციით, ნავი მაშინ გადაბრუნდა, როცა მაშველები მას ლა რესტრინგის პორტისკენ მიაცილებდნენ.

„მესმოდა კივილი და არც დავფიქრებულვარ, როგორც ნებისმიერი მოქალაქე, ვინც უბედურ შემთხვევას შეესწრება. მანქანაში ჩავჯექი, ნავისკენ გავიქეცი და ვეცადე, როგორც შემეძლო, დავხმარებოდი“, - განაცხადა ადგილობრივმა ხავიერ იგლესიასმა.

დაღუპულები ლა რესტრინგის პორტში დაკრძალეს.