მეცნიერებმა აუტიზმის 4 ქვეტიპი გამოავლინეს - უახლესი კვლევა
1753975297
კანადის გადაწყვეტილებას, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო, ისრაელის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს არის „ჯილდო ჰამასისთვის“, რადგან ასეთი სახელმწიფოს აღიარება „ზიანს აყენებს ღაზაში ცეცხლის მისაღწევად ძალისხმევას“.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი კი, წერს, რომ პალესტინის აღიარება „ჰამასისთვის წახალისებაა და ამტკიცებს მათ პოზიციას“.
შეგახსენებთ, კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ აღნიშნა, რომ კანადა შეუერთდება საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს და პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს.