კანადაში სროლისას სამი ადამიანი, მათ შორის, თავდამსხმელია გარდაცვლილი

კანადა

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში სროლის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის, თავდამსხმელია გარდაცვლილი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

შემთხვევა ვანკუვერის მახლობლად მდებარე ქალაქ ლენგლიში მოხდა. შეიარაღებულმა პირმა სულ მცირე ხუთ ადგილას გახსნა ცეცხლი და ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა. დაშავებულთაგან ერთ-ერთი ქალია და ის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი 28 წლის ჯორდან დანიელ გოგინი შემთხვევის ადგილზე დაკავების დროს სამართალდამცველებმა მოკლეს. გამოძიების ცნობით, თავდამსხმელის მოქმედების მოტივი ჯერ უცნობია. პოლიციის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.