კანადა შვედეთისა და ფინეთის ნატოში სწრაფი გაწევრიანების მომხრეა

კანადა

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა, რომ კანადა შვედეთისა და ფინეთის ნატოში სწრაფი გაწევრიანების მომხრეა. ინფორმაციას Reuters- ი ავრცელებს. 

„კანადა არა მხოლოდ მხარს უჭერს მათ [NATO-ში] გაწევრიანებას, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ორი ქვეყნის სწრაფ გაწევრიანებას“, - აღნიშნა კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ შვედეთის მთავრობამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ. 15 მაისს, ფინეთმა განაცხადა, რომ იგი ასევე აპირებს NATO-ში გაწევრიანებას.