ეროვნული ბანკი ინფორმაციას ავრცელებს
1770733843
კალიფორნიის საოლქო სასამართლომ, აშშ-ის გენერალური პროკურატურის არგუმენტების საფუძველზე, დაბლოკა კანონი, რომლითაც ფედერალურ აგენტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ნიღბების ტარება აეკრძალებოდათ.
ამერიკის გენერალური პროკურორი, პემ ბონდი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ეს იუსტიციის დეპარტამენტის დიდი გამარჯვებაა.
ბონდის თქმით, ფედერალური აგენტები მუდმივი თავდასხმისა და შეურაცხყოფის სამიზნე ხდებიან, რასაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ დაუშვებს და სწორედ ამიტომ, აუცილებელია ოფიცრებს საკუთარი იდენტობის შენიღბვა შეეძლოთ.