კალიფორნიაში გოგრების აწონვის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა

გოგრა

კალიფორნიაში გოგრების აწონვის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. კონკურსი ინჟინერმა ბრენდონ დოუსონმა მოიგო, რომლის მოყვანილი გოგრის წონამ 1064 კილოგრამი შეადგინა.

გიგანტური გოგრების მოყვანა მისი ჰობია. თავისუფალ დროს ის შვილებთან ერთად ფერმერობით არის დაკავებული. გიგანტური გოგრისთვის დოუსონმა 20 ათასი დოლარის ოდენობის პრიზი მიიღო.