ბათუმში, ზღვაში კაცს ეძებენ

მაშველი

ბათუმის ზღვაში საათზე მეტია, კაცს ეძებენ.

ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული. 

ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში გვითხრეს, მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება და მასში ჩართულია მყვინთავთა ჯგუფიც.