კაია კალასი: დონალდ ტრამპი იყო, ვინც უკრაინაში მკვლელობის შეჩერების პირობა დადო, ასე რომ, ეს ჩვენზე არ შეიძლება იყოს დამოკიდებული

კაია კალასი

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, კაია კალასი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართავს, რომ ევროპა უკრაინაში ომის ტვირთს მარტო ვერ აიღებს.

კალასის თქმით, მხოლოდ ევროპა არ არის პასუხისმგებელი უკრაინის დახმარებაზე რუსეთთან ომის დასრულებაში.

„ის იყო, ვინც მკვლელობის შეჩერების პირობა დადო. ასე რომ, ეს ჩვენზე არ შეიძლება იყოს დამოკიდებული. ამერიკა ნატო-ში უდიდესი მოკავშირეა. ასე რომ, თუ იმაზე საუბრობთ, რა უნდა გააკეთოს ნატო-მ, ეს ასევე ნიშნავს, რა უნდა გააკეთოს ამერიკამ. ტრამპი მართალი იყო. ჩვენ ნავთობისა და გაზის შესყიდვები 80 პროცენტით შევამცირეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ჩვენსავით თუ მოიქცეოდა, ეფექტი უფრო დიდი იქნებოდა. ჩვენ სანქციების 19 პაკეტი მივიღეთ. თუ მოკავშირეები ამას გაიმეორებენ, ომი უფრო ადრე დასრულდება“, – განაცხადა კაია კალასმა.