ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთში მდებარე „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტს“ დრონებით დაესხნენ თავს. მისი თქმით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„დღეს დილის 06:30 საათზე გუდერმესში, „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტის“ ტერიტორიაზე უპილოტო აპარატის თავდასხმის შედეგად ცარიელი შენობის სახურავზე ხანძარი გაჩნდა. მსხვერპლი და დაშავებულები არ არის. ხანძარი ჩააქრეს“, – წერს ჩეჩნეთის ლიდერი.
„რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტი“ სხვა საქმიანობასთან ერთად, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს ამზადებს.
ცნობისთვის, ჩეჩნეთის ხელისუფლება პირველად იუწყება ჩეჩნეთის ტერიტორიაზე დრონების თავდასხმის შესახებ.